Saturday, January 12, 2013
ბალეტი
ბალეტი (ფრანგ. ballet < იტალ. balletto < გვიანდ. ლათ. ballo - ვცეკვავ), სცენური ხელოვნების სახეობა, რომლის შინაარსი გამოხატულია საცეკვაო–მუსიკალური ფორმით. ბალეტის ფესვები ხალხურ ცეკვაშია. მან ჩამოყალიბება დაიწყო მე–16 საუკუნეში ევროპაში. უმეტეს წილად ბალეტს საფუძვლად უდევს რაიმე სიუჟეტი, დრამატურგიული ჩანაფიქრი, ლიბრეტო, მაგრამ არის საბალეტო წარმოდგენები სიუჟეტების გარეშეც. საბალეტო ცეკვის ძირითადი სახეობებია კლასიკური და სახასიათო.ბალეტი ჩაისახა აღორძინების ეპოქაში, იტალიაში (მე-16 ს.) თავდაპირველად როგორც საცეკვაო სცენა მუსიკალური წარმოდგენისათვის, ოპერისათვის. აქედან იგი საფრანგეთში გავრცელდა და სამეფო დღესასწაულების მდიდრულ სანახაობად გადაიქცა. პირველი ბალეტების ("დედოფლის კომედიური ბალეტი", 1581) მუსიკალურ საფუძველს წარმოადგენდა ხალხური და სამეფო კარის ცეკვები. მე-17 საუკუნის მეორე ნახევარში ახალი თეატრალური ჟანრები, როგორებიცაა კომედია-ბალეტი, ოპერა-ბალეტი, რომელშიც დიდი ადგილი ეთმობა საბალეტო მუსიკას და მის დრამატიზებას. მაგრამ სცენური ხელოვნების დამოუკიდებელ სახედ ბალეტი მე-18 საუკუნის მეორე ნახევრიდან გვევლინება ცნობილი ფრანგი ბალეტმაისტერის ჟ.ჟ.ნოვერის წყალობით. ფრანგი განმანათლებლების ესთეტიკაზე დაყრდნობით მან შექმნა სპექტაკლი, რომელშიც შინაარსი გადმოიცემა დრამატულ-პლასტიკურ სახეებში და ამკვიდრებს მუსიკის აქტიურ როლს.
ბალეტის შემდგომი განვითარება რომანტიზმის ეპოქაზე მოდის. ჯერ კიდევ მე-18 საუკუნის 30-იან წლებში ფრანგმა ბალერინამ კამარგომ დაამოკლა ქვედაბოლო და უარი თქვა ქუსლებიან ფეხსაცმელზე. ამან საბალეტო კოსტიუმი მსუბუქი და თავისუფალი გახადა, რამაც დიდად შეუწყო ხელი ცეკვის ტექნიკის სწრაფ განვითარებას. რუსეთის იმპერიაში ბალეტი შემოსვლას ჯერ კიდევ პეტრე I-ის დროს იწყებს, საიდანაც ის საქართველოშიც გავრცელდა.ბალეტის სწავლას ადრეულ ასაკში იწყებენ. საბალეტო სკოლაში 8 წლის ბავშვებს იღებენ. ბალეტს გრაცია, ნებისყოფა და მოქნილობა სჭირდება, ამიტომ მასწავლებლები სწორედ ამ მონაცემებით დაჯილდოებულ ბავშვებს ეძებენ.
სტუდიაში, სადაც მოცეკვავეები ვარჯიშობენ, კედლებზე ჰორიზონტალური ძეგლებია მიმაგრებული, რომელსაც მოცეკვავე ხელით ეყრდნობა, რათა ვარჯიშისას წონასწორობა შეინარჩუნოს. კედლებზე ასევე სარკეებია, რათა მოცეკვავემ თავისი მოძრაობა დაინახოს. კარიერის მწვერვალზე მყოფმა მოცეკვავემაც კი ყოველდღე გულმოდგინედ უნდა ივარჯიშოს. ბალეტის მოცეკვავის, განსაკუთრებულათ ბალერინასთვის(მოცეკვავე ქალი) ყველაზე დიდი სირთულე ფეხის წვერებზე ცეკვაა. საამისოდ ბალერინას საგანგებო ფეხსაცმელი აცვია, რომელსაც გამძლე და მაგარი წვერები აქვს.

ოპერა
ოპერა (იტალ. opera) — თეატრალური წარმოდგენის მხატვრულ-დრამატული ფორმა, რომელშიც მოქმედება ძირითადად მუსიკით (სიმღერითა და აკომპანემენტით) სრულდება. ოპერა ლათინური სიტყვაა და ნიშნავს თხზულებას. ოპერა სინთეზური ჟანრია და აერთიანებს მუსიკის, დრამატურგიას, მხატვრობისა და ქორეოგრაფიის ელემენტებს. ოპერის საორკესტრო შესავალს ჰქვია უვერტიურობა, ოპერის ტექსტს ლიბრეტო, ხოლო ოპერის მოქმედებებს ჰქვია აქტები. ოპერაში გვხვდება მელოდიას მოკლებული სიტყვიერი ტექსტი, რომელსაც ეწოდება რეჩიტატივი. ოპერაში მომღერალი თავის გრძნობებს გადმოგვცემს არიით. ორი მომღერლის მღერას ჰქვია დუეტი.ოპერა პირველად რენესანსის დროინდელ იტალიაში გამოჩნდა, როგორც გართობის ელემენტი. მან ხალხში სწრაფად მოიპოვა პოპულარობა და ევროპის სხვა ქვეყნებიც დაიპყრო.
რენესასნსის პერიოდში ადამიანებს მოსწონდათ ყველაფერი, რასაც კი საერთოდ ჰქონდა ანტიკურ საბერძნეთთან და რომთან. ასე რომ, როდესაც ფლორენციაში სწავლულთა, პოეტთა და მუსიკოსთა ჯგუფები მათი დროის დრამის შექმნის გზებს ეძებდნენ, აზრად მოუვიდათ ძველი ბერძნებისათვის მიებაძათ, რომლებიც, როგორც მათ სჯეროდათ, კი არ ლაპარაკობდნენ, არამედ მღეროდნენ. 1597 წელს ასე შეიქმნა საოპერი ჟანრის პირველი ნიმუში "დაფნე" ჯაკოპო პერის მუსიკაზე. “დაფნეს” მალევე მოჰყვა პერის მეორე ოპერა “ევრიდიკე”, რომელიც 1660 წელს დაიდგა. ეს მუსიკალური დრამები (სწორედ ასე ერქვა მაშინ ამ ჟანრს, ტერმინი “ოპერა” მხოლოდ XVIII საუკუნეში შემოდის) თავისი ექსპერიმენტული ხასიათის გამო მხოლოდ ხელოვანთა და არისტოკრატთა ვიწრო წრეში საჩვენებლად იყო განკუთვნილი. მართალია, ეს ქმნილებები ჯერ კიდევ შორს იყო იმისგან, რასაც კლასიკური გაგებით საოპერო ნაწარმოები ჰქვია, თუმცა სწორედ აქ მოხდა პირველად თეატრის ისტორიაში ის, რამაც საფუძველი ჩაუყარა ოპერის განვითარებას: სპექტაკლი მთლიანად მუსიკალური თანხლებით სრულდებოდა.
იქიდან გამომდინარე, რომ ოპერა ანტიკური ტრაგედიის მიბაძვა იყო, პირველი ოპერების უმრავლესობა ანტიკური მითების სიუჟეტებზეა შექმნილი. თუმცა, გარკვეული პერიოდის შემდეგ ოპერა ცდება ანტიკური ტრაგედიის ჩარჩოებს და დამოუკიდებელ ცხოვრებას იწყებს. მისი ლიბრეტოებიც აღორძინების ეპოქისთვის დამახასიათებელ მოარულ სიუჟეტებზე იქმნება და საოპერო ნაწარმოებებსაც უკვე ოპერისთვის სპეციალურად აგებულ შენობებში დგამენ. ანტიკური თემატიკისკენ შემობრუნება XVIII საუკუნის პირველი ნახევრიდან იწყება ჰენდელისა და გლუკის ნაწარმოებებით. ახალი ოპერის დაბადება სწორედ გლუკის “ორფეოსსა და ევრიდიკეს” უკავშირდება.
სწორედ გლუკის რეფლექსიაა მოცარტის, როსინის, ვერდის, ვაგნერისა და რიხარდ შტრაუსის შემოქმედება.

ჩრდილების თეატრი
ჩრდილების თეატრი ვიზუალური ხელოვნების უძველესი ფორმაა. ის თანამედროვე სახით 1500 წელზე მეტი ხნის წინ წარმოიშვა. თუმცა ჯერ კიდევ ქვის ხანაში, გამოქვაბულებში, ცეცხლის გარშემო შემომსხდარი ადამიანები, კედლებზე საკუთარი სხეულით თუ სხვადასხვაგვარი ფიგურებით ჩრდილებს გამოსახავდნენ. ეს იყო ერთგვარი ადრეული ფორმა „წარმოდგენის”, რომელმაც ფესვები აზიაში, კერძოდ – ინდოეთსა და ჩინეთში გაიდგა. დღეს ამ ქვეყნებში სპექტაკლის სიუჟეტები, ძირითადად, ტრადიციულ კულტურასთანაა შერწყმული და ადგილობრივ ფოლკლორს, ზღაპრებსა და ლეგენდებს ეყრდნობა. დროთა განმავლობაში თეატრის ეს სახეობა სხვადასხვა სახით თურქეთში, საბერძნეთსა და დასავლეთ ევროპაში გავრცელდა და ბოლოს უკვე მთელი მსოფლიო მოიცვა. ძირითადად გავრცელებულია მარიონეტების ჩრდილების თეატრი, რომელშიც მუყაოსგან, ხისგან, პლასტმასისგან და ბუმბულისგან დამზადებული ბრტყელი ფიგურები გამოიყენება. სპექტაკლისთვის სულ სამი დეტალია საჭირო: თეთრი ეკრანი, ძლიერი განათება ჩრდილის მკვეთრად გამოსავლენად და ჯოხზე დამაგრებული ფიგურები, რომლებსაც მსახიობები მართავენ. ქართულ ჩრდილების თეატრშიც ტრადიციული ეკრანი და განათება გამოიყენება, მაგრამ ფიგურებს მსახიობები ანაცვლებენ – მთავარ როლში, არც მეტი, არც ნაკლები, მათი ხელებია. განათება ჩართულია. თეთრი ეკრანის მიღმა, საფეხურებზე ერთმანეთს 11 მსახიობი ენაცვლება. მაყურებელთა თვალწინ, ხელების მოძრაობით ადამიანები, ცხოველები, მცენარეები, მწერები და ათასგვარი ფიგურები ცოცხლდებიან. ეს „ბუდგრუგანა-გაგრაა” – ქართული ხელის ჩრდილების თეატრი. ბუდრუგანა ტაატითა და ჭრიალით მოსიარულე ეტლს ნიშნავს. 1982 წელს ქართველი რეჟისორის, მსახიობისა და დრამატურგის გელა კანდელაკის მიერ შექმნილი თეატრის თავდაპირველი იდეა ხომ სწორედ ამ ტრანსპორტით საქართველოს ყველაზე ძნელად მისაღწევ სოფლებში მოგზაურობასა და იქ მცხოვრები ბავშვებისთვის თოჯინების სპექტაკლის ჩვენებაში მდგომარეობდა. მთავარი მიზანი რეგიონებში კულტურული ვაკუუმის შევსება იყო. თუმცა, ფინანსური პრობლემების გამო, საჭირო რეკვიზიტის შეძენა ვერ მოხერხდა და ამიტომაც ალტერნატიული გზების მოძიება გახდა საჭირო. ბევრი ფიქრის შემდეგ რეჟისორმა და მსახიობებმა ჩრდილებით ექსპერიმენტებს მიმართეს. აღმოჩნდა, რომ ჩრდილს არანაკლები გამომსახველობითი უნარი აქვს, ვიდრე თოჯინას ან მარიონეტს. „თეატრის მსახიობები თითქოს თავისუფალი არიან დრამატული თეატრის მსახიობის სხეულისგან, მატერიისგან. ისინი ხომ მხოლოდ ჩრდილების სახით ჩნდებიან მაყურებლის წინაშე. ამავე დროს, ტრადიციული ჩრდილების თეატრის გმირებისგან განსხვავებით, მათ სული აქვთ, რადგან ადამიანის ხელის ჩრდილები არიან და არა მუყაოსგან გამოჭრილი ფიგურები. ჩვენს წარმოდგენებზე გაწეული შრომა არაფრით განსხვავდება ჩვეულებრივ დრამატულ სპექტაკლზე მუშაობისგან. ამავე დროს, ჩემი აზრით, ამ თეატრში მუშაობა უფრო რთულია, რადგან საკუთარი ემოციების გადმოსაცემად მინიმალური საშუალებები გაქვს. ვერ იყენებ ემოციის გამოხატვის მთავარ იარაღს – თვალებს, მიმიკას. მთლიანად კონცენტრირებული ხარ იმ როლზე, რომელსაც ასრულებ. ეკრანი მცირე ზომისაა. თითოეული მილიმეტრი გათვლილია. თუ სპექტაკლზე სამსახიობო დასს ერთი წევრი მაინც აკლია, წარმოდგენა ვერ იმართება. ჩვენ არ გვყავს დუბლიორები. როდესაც მსახიობი დასს ტოვებს, ახალმოსულს „გასახსნელად” წელიწადიც შეიძლება დასჭირდეს. თუმცა, რა თქმა უნდა, ეს მის შესაძლებლობებზეა დამოკიდებული. სპექტაკლის დადგმასაც დიდი დრო სჭირდება. აქ რომ მოდიხარ, ხელში სხვა შეგრძნებები გიჩნდება”, – ჰყვება თეატრის მსახიობი და საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი ქეთი ჭიტაძე.
პანტომიმა
პანტომიმა – (ბერძნულად – pantomimos.) მსახიობი, რომელიც მხოლოდ სხეულის მოძრაობით თამაშობს, სიტყვა-სიტყვით მიბაძვით ყველაფრის წარმომსახველი. სცენური ხელოვნების სახეობა, რომელიც გულისხმობს მხატვრული სახის შექმნას უსიტყვოდ ადამიანის სხეულის პლასტიკური გამომსახველობით, ჟესტით, მიმიკით.
პანტომიმიკა – ადამიანის სხეულის გამომსახველობითი მოძრაობა მიმიკასთან, ჟესტთან. სიტყვის ინტონაციასთან ერთად პანტომიმიკა გამოხატავს ადამიანის ფსიქოლოგიურ მდგომარეობას, მის გრძნობებს.
მიმი (ბერძნულად – mimos) – მიმბაძველი. (მიბაძვა)1. ანტიკური ხალხური წარმოდგენები განსაკუთრებული სახეობა კომედიური ჟანრის ყოფითი და სატირული მოკლე იმპროვიზაციული სცენები.
მიმიკა (ბერძნულად – mimikos) – სახის კუნთების მეტყველი მოძრაობა, რითაც გადმოიცემა ადამიანის გრძნობები და გუნება-განწყობილება. მიმიკა მსახიობის ხელოვნების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია. მისი დახმარებით სცენური სახე უფრო სრულყოფილი ხდება. მიმიკა პანტომიმის ხელოვნების საფუძველია.
პანტომიმის ისტორია
პანტომიმა ხელოვნების ისეთი სახეობაა, სადაც სიტყვა გამორიცხულია და მსახიობი ადამიანთა ცხოვრებაზე მხოლოდ მოძრაობის საშუალებით მოგვითხრობს. პანტომიმა მიჩნეულია თეატრის განვითარების საწყისად. ეს ხელოვნება საუკუნეების მანძილზე ვითარდებოდა და გარკვეულ კვალს ტოვებდა ყველა ერის თეატრალური კულტურის განვითარებაში. ცნობილია, რომ პირველყოფილმა ადამიანებმა ლაპარაკი არ იცოდნენ და ძირითადად მოძრაობით უხდებოდათ ერთმანეთთან საუბარი: ნადირობიდან დაბრუნებულები დოლის და საყვირის თანხლებით გაითამაშებდნენ ვეფხვთან შებრძოლების სურათებს, ირმის სიკვდილის სცენას…პანტომიმა უძველესი, ანტიკური ხანის ხელოვნებაა, მაგრამ თავისებური ფორმით ყოველთვის თანადროული. ისმის კითხვა: რაში მდგომარეობს პანტომიმის თანადროულობა? პანტომიმა დამყარებულია არა ლამაზ, წინასწარ დადგენილ მოძრაობაზე, არამედ დაფუძნებულია აზრის გამოსახვაზე, ადამიანების სურვილებსა და მისწრაფებაზე. ნაწარმოებში მოცემული შინაარსის დახმარებით პანტომიმის მსახიობი სცილდება მოძრაობის შტამპს და მოქმედებით წარმოსახავს სცენურ გარემოს. ამ დროს სიჩუმის ხელოვნება “გვესაუბრება” საკაცობრიო იდეებზე; ისეთ იდეებზე, რომელსაც გვკარნახობს თანამედროვე ცხოვრება. მიზნის მისაღწევად პანტომიმის მსახიობი მიჰყვება ავტორის მიერ მოცემულ იდეას და დაუსწრებლად ეძებს ამ იდეის გამომსახველ ახალ-ახალ მოძრაობას.
უძველეს საბერძნეთსა და რომში პანტომიმა მიჩნეული იყო ისეთ ხელოვნებად, რომლის საშუალებით ადამიანები ერთმანეთს დასცინოდნენ. დღესდღეობით ეს მოთხოვნები აღარ აკმაყოფილებს პანტომიმას, ის გასცდა ბულვარულ სცენებს და სამუდამოდ დამკვიდრდა პროფესიულ სცენაზე. მოძრაობის ხელოვნებამ მაყურებლამდე უსიტყვოდ მიიტანა ადამიანის წუხილი, განცდა, მხიარულება, ბედნიერება თუ უბედურება. მან არა მარტო პლასტიკურად გაწვრთნა მსახიობის სხეული, არამედ მოძრაობის ხელოვნებამ პლასტიკის სიკეთე მსახიობის საკუთრებად აქცია. დუმილი ადამიანის სულიერ სამყაროს სიმდიდრეა – ხშირ შემთხვევაში სიტყვაზე ძლიერი, რომელიც ემყარება ადამიანის შინაგან ემოციებს და რა გულდასაწყვეტია, როცა მსახიობები დაუმსახურებლად გაურბიან პლასტიკის ამ შესანიშნავ ხელოვნებას.
პანტომიმის ჟანრები მრავალფეროვანია: იგი კომედიიდან გადაიზარდა ტრაგედიაში, ტრაგედიიდან _ ბუფონადაში. ასეთი სირთულე მსახიობისგან მოითხოვს იმპროვიზაციის უნარს. იმპროვიზაცია წლების განმავლობში უნდა გამომუშავდეს და იმდენად ორგანული უნდა გახდეს მსახიობისთვის, რომ მას თავისუფლად შეეძლოს ორ წუთში მაყურებლის თანდასწრებით (შესაძლებელია მაყურებლის შეკვეთით) მოიფიქროს ნოველა, ეტიუდი ან ცალკეული სცენა და იგივე გაითამაშოს. იმპროვიზაცია უდიდეს როლს თამაშობს პანტომიმის ხელოვნებაში

თეატრი
ტერმინი თეატრი (ბერძნულად theatron – სანახაობების ადგილი) ორი მნიშვნელობით გამოიყენება:
თეატრი, როგორც ხელოვნების დარგი. თეატრის გამოხატვის სპეციფიკური საშუალებაა სცენური მოქმედებები, რომლებიც სრულდება პუბლიკის წინაშე მსახიობთა გამოსვლის (თამაშის, როლის შესრულების) დროს.
თეატრი, როგორც შენობა, სასცენო ადგილი, სადაც ტრადიციულად ხდება თეატრალური ხელოვნების ნაწარმოების წარმოდგენა. შესაძლებელია სცენის გამართვა ღია ცის ქვეშ, პარკში, ძველ ტაძარში ან ამფითეატრში.
თეატრის ფესვები უძველეს სასოფლო–სამეურნეო და სამონადირეო თამაშებში და მასობრივ სახალხო რიტუალებშია. ძველ საბერძნეთში არსებობდა თეატრის სხვადასხვა სახეობები თავისი ტრადიციებით, სცენური ტექნიკით. მდიდარი და მრავალფეროვანი სანახაობრივი ფორმები შექმნეს აღმოსავლეთის ხალხებმა ინდოეთში, ჩინეთში, იაპონიაში, ინდონეზიაში და სხვაგან. შუა საუკუნეების ევროპაში თეატრალური შემოქმედების მატარებლები იყვნენ მოხეტიალე მსახიობები: ჰისტრიონები, ჟონგლიორები და სხვები.
აღორძინების ხანის პირველი ევროპული პროფესიული თეატრი იყო იტალიური ნიღბების ხალხური კომედია (კომედია დელ არტე, მე–16-17 სს.). ამ დროიდან თეატრი ხდება ლიტერატურული, ამასთან ნაკლებად მობილური, რომელიც ბინას იდებს საქალაქო კულტურის ცენტრებში.
თეატრალური ხელოვნების ნაწარმოები – სპექტაკლი იქმნება დრამატული ან მუსიკალურ–სცენური ნაწარმოების საფუძველზე რეჟისორის ჩანაფიქრის შესაბამისად (ბალეტში – ბალეტმაისტერის და დირიჟორის, ოპერაში – რეჟისორის და დირიჟორის) მსახიობების მონაწილეობით.
თეატრის ძველი ქართული სახელწოდებაა სახილველი.მუსიკალური თეატრის სახეობებია – ოპერა, ოპერეტა, მიუზიკლი. უსიტყვო თეატრია პანტომიმა. თეატრში ძირითადად ადამიანები თამაშობენ, მაგრამ ამასთან ერთად არსებობს თეატრები თოჯინების ან ჩრდილების მონაწილეობით.
ბალეტი - დრამა – ვარიეტე – კაბუკი - კომედია - მიუზიკლი – ოპერა - ოპერეტა - პანტომიმა - სკეჩი – ტრაგედია.

Subscribe to:
Comments (Atom)

.jpg)